Tuesday, July 17, 2018

მეცხრე დღის რეფლექსია

   დღეს მეცხრე დღეა!  ტრენინგის ბოლო დღე!   როგორ გაირბინა ამ დღეებმა..
 განსხვავებულად   საინტერესო  და სახალისო იყო დღევანდელი დღე.  მერვე მოდული გავიარეთ და თითოეულმა  საკუთარი ნამუშევარი წარვადგინეთ.მივიღეთ შესანიშნავი უკუკავშირი  კოლეგებისგან და ტრენერისაგან.
    მომეწონა თითოეული თანაგუნდელის მზაობა და  კოლეგიალურობა,ძალიან საქმიანი და სასარგებლო რჩევები მივიღეთ ერთმანეთისგან.
  კიდევ ერთხელ გადავხედეთ  ჩვენს ნამუშევარს  და გასწორებული სახით
ავტვირთეთ ბლოგზე  და გავაზიარეთ  დისკზე. 
უღრმესი მადლობა ჩვენს ტრენერს ამდენი მოთმინებისთვის, ყურადღებისთვის და თანადგომისთვის!!!!

Saturday, July 14, 2018

მერვე დღის რეფლექსია

  დღეს მერვე დღეა.ინფორმაციულად დატვირთული და ძალიან რთული დღე..
  გავიმეორეთ წინა დღის მასალა.გავეცანით ფასილიტაციას VIUER-ში.
გავეცანით და გავიარეთ პროექტების შაბლონებს.
გავეცანით ციფრული რესურსების პორტალს  და ვნახეთ რამდენიმე ვიდეო-გაკვეთილი.ნაწილობრივ  გავიხსენეთ და კიდევ დავამატეთ ნიუანსები ბლოგზე და დრაივზე მუშაობის შესახებ.
მართალია დავიღალეთ ,მაგრამ  მაინც ძალიან საინტერესო იყო ყოველივე...


Thursday, July 12, 2018

მეშვიდე დღე

დღეს მეშვიდე დღეა!  საინტერესო  დღე იყო.როგორც ყოველთვის გავიხსენეთ წინა დღის გავლილი მასალები.დავწყვილდით და გავუზიარეთ  ერთმანეთს მოსწავლის პრეზენტაციები.
გავიარეთ  მოსწავლეთა საჭიროებების დადგენის  ხერხები. გავეცანით აღქმის სხვადასხვა სტილს .  ვისაუბრეთ და დავახასიათეთ თითეული  ტიპის თავისებურებები;მივიღეთ ინფორმაცია ,თუ როგორ დავგეგმოთ სასწავლო პროცესი მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით..მომეწონა,მოსწავლეებისთვის ლექსის მიწოდების ყველა  ის ვარიატი,რაც გაგვაცნო ტრენერმა .
შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის შაბლონი.

Monday, July 9, 2018

მეექვსე დღე

   დღე ჩვეულებრივ დავიწყეთ წინა დღის მასალების გახსენებით.გავიხსენეთ III  და IV   მოდულების აქტივობები.გავიხსენეთ კომუნიკაციის საშუალებები ...შემდეგ კი ძირითადად  გავეცანით  ერთმანეთის მოსწავლის ნამუშევრის პრეზენტაციის  ნიმუშებს.
შემდეგ კი ეს ნიმუში ავტვირთეთ ჩვენს ბლოგებზე და გავაზიარეთ  კიდეც...მართალია ძალიან უცხო იყო ეს ყოველივე ჩემთვის,მაგრამ ამავე დროს ძალიან საინტერესოც იყო..
მოსწავლის პრეზენტაცია

Saturday, July 7, 2018

მეხუთე დღის რეფლექსია

  დღეს მეხუთე დღეა რაც ტრენინგები გვაქვს,ყველა დღე საინტერესოა და დღევანდელი ხომ  საერთოდ ძალიან სახალისოც გამოვიდა.
  გავიხსენეთ წინა დღეს განვლილი შეფასების სქემები და რუბრიკები.
   საინტერესო იყო ის ახალი მოდული ,რაც შემოგვთავაზა ტრენერმა.ეს იყო III  და    IV მოდული.ძალიან საინტერესო იყო საავტორო უფლებების შესახებ საუბარი.ვისწავლეთ ინტერნეტის საძიებო სისტემით სარგებლობა.მოვიძიეთ ჩვენთვის საინტერესო ფოტოები,შევინახეთ შესაბამისად და მოვნიშნეთ ფოტოების მისამართები . ეს იყო ჩემთვის სიახლე და ვარ კმაყოფილი.

Thursday, July 5, 2018

მეოთხე დღის რეფლექსია

   დღეს ტრენინგის მეოთხე დღეა.ძალიან შრომატევადი და დატვირთული დღე იყო.
  განვიხილეთ II მოდულის III აქტივობა- შეფასების დროის ჩარჩო.რაც ძალიან საინტერესოა და  მთლიანად სიახლე იყო  ჩემთვის.გავაკეთეთ შეფასების მოკლე მონახაზი,  გავარკვიეთ რომელ   მიზანზე   გასასვლელად   რომელი  ინსტრუმენტებია საჭირო.
 გავაკეთეთ ჩვენს  პროექტზე  მორგებული შეფასების რუბრიკები.
  ვიმუშავეთ საპრეზენტაციო პროგრამაზე.ყველაფერი კარგი იყო .