Tuesday, July 3, 2018

მესამე დღის რეფლექსია.

დღეს ტრენინგის მესამე დღეა.ყველაფერი ძალიან კარგად მიდის.ზოგჯერ უზომოდ მრცხვენია ,ისეთ რამეს გავაკეთებ-ხოლმე...ამ ყველაფერს კი მოთმინებით იტანს ტრენერი..
  დავიწყეთ იმით,რომ გავიხსენეთ წინა ტრენინგის მასალები..დავიწყეთ II მოდულის Iდა  II აქტივობებზე მუშაობა.ვიმუშავეთ ეროვნული სასწავლო გეგმაზე და ინდიკატორებზე.
ძალიან საინტერესო იყო ზოგად,თემატურ და შინაარსობრივ კითხვებზე მუშაობა..
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
რა არის მნიშვნელოვანი თაობებს შორის  ურთიერთობაში?
თემატური კითხვები
 რა პრობლემა შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა თაობის ადამიანებს შორის?
რა გავლენას ახდენს უფროსი ადამიანის უხეში მიმართვა უმცროს ადამიანზე?
როგორ დაეხმარება კეთილი ქცევა მოზარდს სამყაროს შეცნობაში?
უფროსი თაობის ,როგორი ხასიათის ადამიანთან ურთიერთობაა, უფრო მისაღები?
შინაარსობრივი კითხვები
რატომაა უფრო სასურველი შინჯიკაანთ თედოსთან ურთიერთობა?
როგორ დაახასიათებდი თედო პაპას?
როგორია მეველე?
რატომ გახდა მეველე ჩვენთვის მიუღებელი?

1 comment:

  1. მომეწონა თქვენს მიერ შემუშავებული მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, ვფიქრობ თქვენი თემა იქნება სახალისო და საინტერესო მოსწავლეებისათვის :)

    ReplyDelete