დღეს მეცხრე დღეა! ტრენინგის ბოლო დღე! როგორ გაირბინა ამ დღეებმა..
განსხვავებულად საინტერესო და სახალისო იყო დღევანდელი დღე. მერვე მოდული გავიარეთ და თითოეულმა საკუთარი ნამუშევარი წარვადგინეთ.მივიღეთ შესანიშნავი უკუკავშირი კოლეგებისგან და ტრენერისაგან.
მომეწონა თითოეული თანაგუნდელის მზაობა და კოლეგიალურობა,ძალიან საქმიანი და სასარგებლო რჩევები მივიღეთ ერთმანეთისგან.
კიდევ ერთხელ გადავხედეთ ჩვენს ნამუშევარს და გასწორებული სახით
ავტვირთეთ ბლოგზე და გავაზიარეთ დისკზე.
უღრმესი მადლობა ჩვენს ტრენერს ამდენი მოთმინებისთვის, ყურადღებისთვის და თანადგომისთვის!!!!
Tuesday, July 17, 2018
Saturday, July 14, 2018
მერვე დღის რეფლექსია
დღეს მერვე დღეა.ინფორმაციულად დატვირთული და ძალიან რთული დღე..
გავიმეორეთ წინა დღის მასალა.გავეცანით ფასილიტაციას VIUER-ში.
გავეცანით და გავიარეთ პროექტების შაბლონებს.
გავეცანით ციფრული რესურსების პორტალს და ვნახეთ რამდენიმე ვიდეო-გაკვეთილი.ნაწილობრივ გავიხსენეთ და კიდევ დავამატეთ ნიუანსები ბლოგზე და დრაივზე მუშაობის შესახებ.
მართალია დავიღალეთ ,მაგრამ მაინც ძალიან საინტერესო იყო ყოველივე...

Thursday, July 12, 2018
მეშვიდე დღე
დღეს მეშვიდე დღეა! საინტერესო დღე იყო.როგორც ყოველთვის გავიხსენეთ წინა დღის გავლილი მასალები.დავწყვილდით და გავუზიარეთ ერთმანეთს მოსწავლის პრეზენტაციები.
გავიარეთ მოსწავლეთა საჭიროებების დადგენის ხერხები. გავეცანით აღქმის სხვადასხვა სტილს . ვისაუბრეთ და დავახასიათეთ თითეული ტიპის თავისებურებები;მივიღეთ ინფორმაცია ,თუ როგორ დავგეგმოთ სასწავლო პროცესი მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით..მომეწონა,მოსწავლეებისთვის ლექსის მიწოდების ყველა ის ვარიატი,რაც გაგვაცნო ტრენერმა .
შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის შაბლონი.

Monday, July 9, 2018
მეექვსე დღე
დღე ჩვეულებრივ დავიწყეთ წინა დღის მასალების გახსენებით.გავიხსენეთ III და IV მოდულების აქტივობები.გავიხსენეთ კომუნიკაციის საშუალებები ...შემდეგ კი ძირითადად გავეცანით ერთმანეთის მოსწავლის ნამუშევრის პრეზენტაციის ნიმუშებს.
შემდეგ კი ეს ნიმუში ავტვირთეთ ჩვენს ბლოგებზე და გავაზიარეთ კიდეც...მართალია ძალიან უცხო იყო ეს ყოველივე ჩემთვის,მაგრამ ამავე დროს ძალიან საინტერესოც იყო..

Saturday, July 7, 2018
მეხუთე დღის რეფლექსია
დღეს მეხუთე დღეა რაც ტრენინგები გვაქვს,ყველა დღე საინტერესოა და დღევანდელი ხომ საერთოდ ძალიან სახალისოც გამოვიდა.
გავიხსენეთ წინა დღეს განვლილი შეფასების სქემები და რუბრიკები.
საინტერესო იყო ის ახალი მოდული ,რაც შემოგვთავაზა ტრენერმა.ეს იყო III და IV მოდული.ძალიან საინტერესო იყო საავტორო უფლებების შესახებ საუბარი.ვისწავლეთ ინტერნეტის საძიებო სისტემით სარგებლობა.მოვიძიეთ ჩვენთვის საინტერესო ფოტოები,შევინახეთ შესაბამისად და მოვნიშნეთ ფოტოების მისამართები . ეს იყო ჩემთვის სიახლე და ვარ კმაყოფილი.

Thursday, July 5, 2018
მეოთხე დღის რეფლექსია
დღეს ტრენინგის მეოთხე დღეა.ძალიან შრომატევადი და დატვირთული დღე იყო.
განვიხილეთ II მოდულის III აქტივობა- შეფასების დროის ჩარჩო.რაც ძალიან საინტერესოა და მთლიანად სიახლე იყო ჩემთვის.გავაკეთეთ შეფასების მოკლე მონახაზი, გავარკვიეთ რომელ მიზანზე გასასვლელად რომელი ინსტრუმენტებია საჭირო.
გავაკეთეთ ჩვენს პროექტზე მორგებული შეფასების რუბრიკები.
ვიმუშავეთ საპრეზენტაციო პროგრამაზე.ყველაფერი კარგი იყო .

Tuesday, July 3, 2018
მესამე დღის რეფლექსია.
დღეს ტრენინგის მესამე დღეა.ყველაფერი ძალიან კარგად მიდის.ზოგჯერ უზომოდ მრცხვენია ,ისეთ რამეს გავაკეთებ-ხოლმე...ამ ყველაფერს კი მოთმინებით იტანს ტრენერი..
დავიწყეთ იმით,რომ გავიხსენეთ წინა ტრენინგის მასალები..დავიწყეთ II მოდულის Iდა II აქტივობებზე მუშაობა.ვიმუშავეთ ეროვნული სასწავლო გეგმაზე და ინდიკატორებზე.
ძალიან საინტერესო იყო ზოგად,თემატურ და შინაარსობრივ კითხვებზე მუშაობა..

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
| |
ზოგადი კითხვა
|
რა არის მნიშვნელოვანი თაობებს შორის ურთიერთობაში?
|
თემატური კითხვები
|
რა პრობლემა შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა თაობის ადამიანებს შორის?
რა გავლენას ახდენს უფროსი ადამიანის უხეში მიმართვა უმცროს ადამიანზე?
როგორ დაეხმარება კეთილი ქცევა მოზარდს სამყაროს შეცნობაში?
უფროსი თაობის ,როგორი ხასიათის ადამიანთან ურთიერთობაა, უფრო მისაღები? |
შინაარსობრივი კითხვები
|
რატომაა უფრო სასურველი შინჯიკაანთ თედოსთან ურთიერთობა?
როგორ დაახასიათებდი თედო პაპას? როგორია მეველე? რატომ გახდა მეველე ჩვენთვის მიუღებელი? |
Saturday, June 30, 2018
მეორე დღის რეფლექსია
დღეს ტრენინგის მეორე დრე იყო..რამდენი საინტერესო და სასარგებლო რამ არ მცოდნია...
დღე ძალიან ხალისიანად დაიწყო..თავიდან გავიხსენეთ წინა დღის მასალა..რაც მთავარია ტრენერი კმაყოფილი დაგვირჩა..შემდეგ საშინაო დავალება გამოიკითხა,საინტერესო თემები წამოწიეს კოლეგებმა მომავალი პროექტებისათვის..
საინტერესო მასალებს გავეცანით ბუკლეტების შესახებ..დავათვალიერეთ ბუკლეტების სხვადასხვა ნიმუშები..რასაც ვფიქრობ აუცილებლად გამოვიყენებ სამომავლოდ,
აღფრთოვანებული დავრჩი პროექტის,,რომეო და ჯულიეტას" პორტფოლიოს დათვალიერებით.მომეწონა რომ ძალიან საინტერესოდ იყო დანახული პროექტის თემა,ვფიქრობ ძალიან ხშირად შევეცდები ამ კუთხით დავინახო პროექტის პრობლემები.

Friday, June 29, 2018
პირველი დღის რეფლექსია
ამ მოდულმა დამაფიქრა ზოგადად პროექტის დაგეგმვის თავისებურებებზე.
მთავარი,რაც მოხდა დღეს,ისაა რომ გავეცანით ერთმანეთს. ტრენერმა თავისი პოზიტიური მიდგომით გაგვახალისა.
გავეცანით viewer სახელმძღვანელოს,იმ მოდულებს და აქტივობებს ,რესურსებს რაც ძალიან დადებითად მივიღეთ,ვინაიდან ჩვენთვის აქტუალურია და საინტერესო.
პირველი მოდულის ფარგლებში შევქმენით საქაღალდე და მასში შევინახეთ ის მნიშვნელოვანი რესურსები რაც მოგვაწოდა ტრენერმა.რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,ავისრულე ოცნება და ჩვენ თვითონ შევქმენით ბლოგები .
გავიხსენეთ ფოსტაში მუშაობა და გავგზავნეთ შეტყობინებები.
კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით.

Subscribe to:
Posts (Atom)